მოგესალმებით,
თქვენს მიერ დასახელებულ კრემზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ინტერნეტში განთავსებული მრავალრიცხოვანი მასალიდან ,თუმცა ყველა ეს სტატია ატარებს სარეკლამო ხასიათს და არ წარმოადგენს მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებულ მტკიცებულებებს .
ამის გამო ,ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ამ კრემის ღირსებებთან დაკავშირებით .
ამასთანავე , სამწუხარო გამოცდილებით შეგვიძლია გითხრათ ,რომ ბევრი ,ფართოდ რეკლამირებული პროდუქტი აღმოჩნდა უსარგებლო, მოკლევადიანი და რიგ შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი.
მკერდის გადიდების ალტერნატიულ გზას წარმოადგენს მამოპლასტიკა ,ანუ ქირურგიული ჩარევა ,თუმცა ჩვენი კლინიკა არ არის დაკავებული პლასტიკური ქირურგიით და ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით და რაიმე რჩევასაც ამ მიმართულებით ვერ შემოგთავაზებთ.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს უპსიზეს-ის მაზი რამდენად უსაფრთხოა მკერდზე წასასმელად.რაიმე უკუჩვენება ხოარ აქვს?
პასუხი: