ჰემოდიალიზი

კითხვა: მაინტერესებს, მაქსიმუმ რამდენი წელი შეიძლება იცოცხლის დიალიზზე დამოკიდებულმა ადამიანმა? წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი:

გამარჯობა! პაციენტები,რომელთაც თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს დაჭირდათ ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი და მასზე მუდმივად დამოკიდებულები გახდნენ ,შეუძლიათ მიაღწიონ ხანდაზმულ ასაკს !
თავისთავად დიალიზზე დამოკიდებულება პირდაპირპროპორციულად არ ამცირებს პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობას .საფრთხე უფრო იმ დაავადებეშია ,რომლებმაც გამოიწვია თირკმელების დაზიანება .მაგალითად დიაბეტი,გულის უკმარისობა და ა.შ.
ძირითადი დაავადების სწორი და თანმიმდევრული მკურნალობა,დიალიზის პროცედურების აკურატულად ჩატარება,მკურნალი ექიმების ყველა მითითების და დანიშნულების ზუსტი შესრულება იმის გარანტიას იძლევა რომ სიცოცხლე და შრომისუნარიანობა საკმაოდ დიდი ხნით იქნეს შეინარჩუნებული. ხოლო თუ პაციენტი არ მკურნალობს და არ ასრულებს ექიმის მითითებებს – ამ შემთხვევაში გამარჯვებული დაავადება რჩება.
გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით , გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა