მოგესალმებით!
იღლიის არეში ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი გადიდებული ლიმფური კვანძი და მისი ანთებაა.
ლიმფური კვანძები, ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს.
იღლიის ფოსოში არსებული ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესის მანიშნებელია. მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციის დროს, ზოგჯერ რამდენიმე ლიმფური კვანძი დიდდება. ყოველივე ეს ორგანიზმში ვირუსის შეჭრის საპასუხოდ განვითარებული მოჭარბებული იმუნური პასუხის შედეგია. ასეთ დროს ლიმფური კვანძები უმნიშვნელოდ დიდდება, თუმცა შეხება-გასინჯვისას მტკივნეულია.
როგორც მოგვითხრობთ, ბრძანდებოდით ონკოლოგთან და პათოლოგიური პროცესები გამოირიცხა.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, გირჩევთ მიმართოთ ექიმ–სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" მამოლოგთან, უფასო კონსულტაციაზე,
ექიმი–სპეციალისტი დაადგენს ტკივილის მიზეზს, გამორიცხავს პათოლოგიური პროცესების მიმდინარეობას სარძევე ჯირკვალში და მკურნალობის სტრატეგიასაც განსაზღვრავს.
უფასო კონსულტაციისას, თუ დაგჭირდებათ დამატებითი კვლევები, აქციის ფარგლებში შესაძლებელია 50% ფასდაკლება.
კლინიკაში უმნიშვნელოვანესი კვლევები ტარდება ულტრათანამედროვე აპარატებზე.
● მამოგრაფიისთვის ვიყენებთ Planmed Clarity 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფს, რომელიც ახალი სიტყვაა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში.
● ექოსკოპიური კვლევებისთვის განკუთვნილია უახლესი პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატი Voluson E 10. ულტრათანამედროვე აპარატის ელექტრონული მატრიცის 4D ტექნოლოგიით.
აქცია ძალაშია ყოველ ორშაბათს 10:00–დან 16:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,ვარ 29წლის.როდესაც პირველ შვილზე დავორსულდი იღლიის ქვეშ გამიჩნდა პატარა კვინტალივით,როდესაც ვიმშობიარე პატარისთვის რძე არ მიჭმევია და თავისით გამიქრა,სამი წლის შემდეგ როდესაც მეორე შვილზე დავრჩი ისევ ფეხმძიმედ გამიჩნდა ისევ ეხლა ვაჭმევ პატარას რძეს და ისევ მაქვს,ხანდახან ცოტა მტკივა ხოლმე და მივმართე ექიმ ონკოლოგს და თავიდან მომცა დანიშნულება შემდეგ დამიბარა 20დღის მერე და მითხრა რომ არაფერია კანქვეშაააარ იზრდება მოცულობაში და არაფერია საშიში,ბავშვს რომ ანებებიებ თავს რძესო გაგიქრებაო,თუმცა ეხლა ისევ დამიწყო ტკივილი მთლიანი მარჯვენა მხარე მტკივა და ცოტაც კი მეშინია,ალბათ აუცილებელია ეხოს გადაღება ხომ?ან რა შეიძლება იყოს?
პასუხი: