ლიმფური კვანძები

კითხვა: გამარჯობა. 2 წლის ბავშვს კისერში,ყურის ქვემოთ ნაწილში აქვს ბურთულასავით გამობურცული.ეს ჯირყვალი იქნება? და საშიშია?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ლიმფურ კვანძებზე, რომლებიც ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენენ, ის ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს.
ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს.
ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია.
ეს პათოლოგიური პროცესი უმეტესად ინფექციური ხასიათისაა, მაგალითად, კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძები შესაძლოა გაციების, ხახისა და ყურის ანთების დროს გადიდდეს.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს პედიატრს, ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა