კითხვა: მარჯვენა ცერა თითი ნუნასთან გამიწითლდა და წითელი შეფერილობის ფრჩხილი წამოვიდა.იქნებ მითხრათ,რისი ბრალი შეიძლება იყოს
პასუხი:
ფრჩხილის ფირფიტის სახეცვლილება მრავალ ისეთ შინაგან დაავადებაზე მიგვანიშნებს, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. სხვადასხვა პათოლოგიისას სხვადასხვაგვარი ცვლილება ვითარდება. ზოგიერთი მათგანი დაავადების სრულ გამოვლენამდე ჩნდება და ერთგვარი დიაგნოსტიკური მნიშვნელობაც კი აქვს, ზოგიერთი უშუალოდ დაავადების პროცესში ყალიბდება, ზოგი კი მისი გადატანის შემდეგ იჩენს თავს.
თუმცა, რაკი მხოლოდ ერთ თითზეა გამოხატული, შესაძლოა გამოწვეული იყოს დაზიანებულ ნუნაში ბაქტერიის მოხვედრისაგან, რაც საშიშროებას არ წარმოადგენს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად მიმართეთ დერმატოლოგს.
აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას !