ლიმფური ჯირკვლის გადიდება - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა, დიდი ხანია მაწუხებს იღლიაში ლიმფური ჯირკვალი. უსიამოვნო შეგრძნებებით ხანდისხან ცოტა მიშუპდება. გთხოვთ მიპასუხოთ ვის მივაკითხო და რა გამოკვლევებია საჭირო
პასუხი:

მოგესალმებით,
ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია, იღლიის ფოსოში არსებული ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესის მანიშნებელია. მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციის დროს, ზოგჯერ რამდენიმე ლიმფური კვანძი დიდდება. ყოველივე ეს ორგანიზმში ვირუსის შეჭრის საპასუხოდ განვითარებული მოჭარბებული იმუნური პასუხის შედეგია.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, გირჩევთ მიმართოთ ექიმ–სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" მამოლოგთან, რომელიც კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, გამორიცხავს პათოლოგიური პროცესების მიმდინარეობას და მკურნალობის სტრატეგიასაც განსაზღვრავს.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინინგზე უპრეცედენტო ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis- 

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/38 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა