მოგესალმებით,
სარძევე ჯირკვლის ფიბროზი ნაწიბურისმაგვარი წარმონაქმნია, ფიბროზულ-ცისტოზური ცვლილებები ოდესმე მაინც ჰქონია ქალების ნახევარზე მეტს, ასეთ დროს სიპტომები მძაფრდება მენსტრუაციის წინ.
ფიბროზულ-ცისტოზური ცვლილებების დროს ოპერაციას არ მიმართავენ , თუ რომელიმე კვანძი განსაკუთრებით მკვრივია, შესაძლოა ჩატარდეს მისი ბიოფსია და ქსოვილის მოკვეთილი ნაწილის მიკროსკოპული შესწავლა.
მასტოქეა ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, დაჭიმულობის შეგრძნების შემცირებას და მასტოპათიური ცვლილებების პრევენციას. (მკერდის მტკივნეულობა, შეშუპება და ა.შ). თუმცა, რამდენად მიზანშეწონილია მისი გამოყენება ფიბროზულ–ცისტოზური მასტოპათიის დროს, თქვენს შემთხვევაში, ვერ მოგახსენებთ.
გირჩევთ, მკურნალობის მეთოდის შერჩევისათვის მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ექიმ–მამოლოგის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ მასთან კონსულტაციაზე, სადაც ქალბატონი თამილა როინიშვილი გაგიწევთ დახმარებას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/38
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!