ლაზერული აბლაცია

კითხვა: გამარჯობათ . მაინტერესებს ანგიოლოგის მომსახურება და დუპლექს სკანირება .ანუ ვიზიტი და გამოკვლევა 50 ლარი აქციით და თუ კეთდება თქვენთან ლაზერული აბლაცია და რა ღირს ან ვინ გყავთ ამ სფეროში
პასუხი:

მოგესალმებით, 

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობის საუკეთესო საშუალება დღეისათვის არის ე.წ. ლაზერული აბლაცია, რომელიც თავადაც აღნიშნეთ.

მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.

ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას ჭრილობის გარეშე, ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.

ლაზერული აბლაციის ის თანამედროვე ტექნოლოგია რასაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვფლობთ, უმეტეს შემთხვევებში დიდი ეფექტურობით აღმოფხვრის პათოლოგიას და ტრადიციული ოპერაციისგან განსხვავებით უაღრესად კომფორტულია პაციენტისთვის.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ორშაბათს, ხოლო თუ ვიზიტისას გამოიკვეთება  სისხლძარღვების დოპლეროგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/16390/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით  ნომერზე  577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა