მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ნეიროენდოკრინული სიმსივნეები არანორმალური წანაზარდებია, რომლებიც ყალიბდებიან სპეციალიზებულ - ნეორიენდოკრინულ უჯრედებში.
ამ უჯრედებს ნერვული და ჰორმონების წარმომქმნელი უჯრედების მსგავსი თვისებები აქვთ.
ნეიროენდოკრინული სიმსივნეები იშვიათია და სხეულის ნებისმიერ წერტილში შესაძლოა განვითარდეს. ასეთ ი სიმსივნეების უმრავლესობა გვხვდება ფილტვებში, ჭია ნაწლავში, წვრილ ნაწლავში, სწორ ნაწლავსა და პანკრეასში.
ნეიროენდოკრინული სიმსივნეები შესაძლოა იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი.
მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, მის ადგილმდებარეობაზე, გამოყოფს თუ არა იგი ჭარბ ჰორმონებს, რამდენად აგრესიულია იგი და გავრცელებულია თუ არა ორგანიზმის სხვა ნაწილებში.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, შეგირჩევთ აპრობირებულ და გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს რას ნიშნავს ნეირო ენდოკრინული ტუმორი. და ეკუთვნის თუ არა ავთვისებიან დაავადებებს.როგორია მკურნალობა. და არის თუ არა კეთილსაიმედო.
პასუხი: