მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ თქვენს მიერ ნახსენები კალციუმის ოქსალატები, წარმოადგენენ იმ მარილებს, რომლებიც ზემოქმედებენ თირკმელზე. თირკმლის ტკივილი კი, ხშირ შემთხვევებში ირადირებს ( გადაეცემა ) წელის არეში.
გარდა პრეპარატებით მკურნალობისა, აუცილებელია სწორი კვება.
მოგცემთ რამოდენიმე რეკომენდაციას:
● შეზღუდეთ კონსერვანტები
● გაყინული საკვები
● საფუარიანი საკვები ( ფუნთუშეული)
● სწრაფი კვების ობიექტების საკვები
● თხილი
● სასარგებლოა წყალი ( არა გადაჭარბებული რაოდენობით, ბავშვთა ასაკისთვის შესაბამისია 1-1,5 ლიტრი)
● სასარგებლოა, ფორთოხლის ნატურალური წვენი ( ხელს უშლის მარილების კრისტალიზაციას) .
ასევე, სასურველია, გამოირიცხოს ჭიებით ინვაზია და კოპროსტაზი (განავლის დაგროვება ნაწლავებში, ხშირია ბავშვთა ასაკში).
მიჰყევით მკურნალი ექიმის დანიშნულებას, ჩააყენეთ საქმის კურსში, მუდმივად მიაწოდეთ ინფორმაცია, რათა დროულად ჩანაცვლდეს მკურნალობა სხვა პრეპარატით.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა 9 წლის გოგონას ჰქონდა ტკივილები წელის ქვედა არეში, გავუკეთეთ სისხლის და შარდის ანალიზები ეხო თირკმელებზე, ყველაფერი ნორმაშია მხოლოდ შარდში აღმოჩნდა ოქსალატები დიდი ოდენობით. დაუნიშნეს მკურნალობა ტუტუკონის სპრეი მაგრამ ტკივილები არ უვლის. მაინტერესებს შეიძლება იყოს არა მარილების პრობლემაა რამედ რამე სხვა.
პასუხი: