მოგესალმებით,
არსებობს ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ორი გზა.ლაპარასკოპიული (პატარა განაკვეთებით) ქოლეცისტექტომია და ღია ქოლეცისტექტომია .
ლაპარასკოპიის შემდეგ, პაციენტის რეაბილიტაცია დიდ დროს არ საჭიროებს. ადამიანთა უმეტესობას შეუძლია კლინიკა დატოვოს იმავე დღეს, ან შემდეგ დილას.განსხვავებით ლაპარასკოპიისგან, ღია ქირურგიული ჩარევის შემდეგ რეაბილიტაცია მოითხოვს შედარებით დიდ დროს.უფრო მეტად ხშირი გართულება ღია წესიტ ჩატარებულ ოპერაციას ახლავს .
კარდია არის კუჭის შესავალი ნაწილი. მისი უკმარისობა ნიშნავს, რომ საყლაპავსა და კუჭს შორის კუნთი სათანადოდ არ იკუმშება და პერიოდულად ღია რჩება. შედეგად საყლაპავში ამოიტყორცნება კუჭის მჟავა წვენი და ვითარდება საყლაპავის ანთებითი ცვლილებები.
საყლაპავის თიაქრის დროს კუჭის ნაწილი გულმკერდის ღრუში ადის დიაფრაგმაში არსებული ხვრელის გავლით.თვითონ საყლაპავის თიაქარს იშვიათად აქვს რაიმე შესამჩნევი სიმპტომი. თუმცა შეიძლება გამოიწვიოს გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსის დაავადება (გერდ),ახასიათებს გულძმარვა, ტკივილი გულმკერდის არეში, პირის ღრუში უსიამოვნო გემოს შეგრძნება და ყლაპვის პრობლემები (დისფაგია).
პოსტპერაციული ნაწიბურის ადგილას ხშირად გამობერილობა წარმოიშობა,ანუ თიაქარი . პოსტოპერაციული ანუ ვენტრალური თიაქარი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ის უმეტესად მაშინ ვითარდება, როცა ჭრილობა მეორეულად ხორცდება, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი ჭარბად არის განვითარებული ან სუსტია კედელი. მნიშვნელოვანი ფაქტორია პაციენტის მიერ პოსტოპერაციულ პერიოდში რეჟიმის დარღვევაც. ხშირად პაციენტები არად აგდებენ ქირურგის მითითებებს და ოპერაციიდან მცირე ხნის შემდეგ იწყებენ სიმძიმეების აწევას ან სხვაგვარ ფიზიკურ დატვირთვას. იშვიათად პოსტოპერაციული თიაქრის განვითარების მიზეზი ქირურგის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზიც არის.
პოსტოპერაციულ თიაქარსაც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროება. ამგვარი თიაქრები, წესისამებრ, დიდი ზომისაა, შესაბამისად, ოპერაციაც მასშტაბურია. მისი პლასტიკის უამრავი სახე არსებობს, მიდგომა ინდივიდუალურია, თუმცა დიდი ზომების გამო უმეტესად ბადის გამოყენება ხდება საჭირო.
თქვენს შემთხვევაში დისტანციურად გაგვიჭირდება პასუხის გაცემა ,უმჯობესია ქირურგთან ვიზიტი.
ჩვენს კლინიკაში ყოველ ხუთშაბათს და შაბათს გახლავთ ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღე ,მობრძანდით ჩვენს მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ სპეციალისტთან და აუცილებლად დაგეხმარებით . წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით. ვარ 61 წლის ქალბატონი, 8 წლის წინ გავიკეთე ქოლეცისტექტომია, ქირურგიული ჩარევით ჭიპის ზემოთა ჭრილით, იმ ადგილას სადაც ნაჭრილობევი მაქ დაჭიმულობის, დაცემინების , მაქ გამობერილობა.ეს სავარაუდოდ არის თიაქარი,ასევე მაქ კარდიის და პილორუსის უკმარისობა, მაინტერესებს შესაძლებელია თუარა ეს იყოს საყლაპავის თიაქრია რომელიც ჩანდეს ვიზუალურად ასეთი ფორმით, ტუ
ვიფიქრო რომ ეს არის პოსტოპერაციული თიაქარი. ძალიან გთხოვთ ამ წერილზე რომ მიპასუხოთ. მადლობა წინასწარ
პასუხი: