მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა, ვფიქრობთ რომ საქმე ეხება ხერხემლის პათოლოგიას, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
წელის ადგილობრივი ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს. იმ სტრუქტურების პათოლოგიურ პროცესში ჩათრევა, რომლებიც არ შეიცავენ მგრძნობიარე დაბოლოებებს, უმტკივნეულოა.
შესაძლოა საქმე გვქონდეს ხერხემლის სტენოზთან, სტენოზი ხერხემლის სვეტის შევიწროებაა, რომელიც ზურგის ტვინზე ან ნერვებზე ზეწოლას იწვევს.
ამას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის – ხერხემლის მალათაშუა დისკოების გამოშრობა, ფორმის შეცვლა და გამოდრეკა, ძვლებისა და იოგების გასქელება. სპინალური სტენოზის გამოწვევა ასევე შეუძლია ხერხემლის თანდაყოლილ დეფექტს ან წანაზარდს, დისკოს თიაქარს, ტრავმას და ა.შ.
სტენოზის სიმპტომები ძალიან ნელა ხდება შესამჩნევი. მდგომარეობა თანდათან უარესდება. სიმპტომები უმეტესად ცალმხრივადაა გამოხატული, იშვიათად კი სხეულის ორივე მხარეს მოიცავს. სტენოზზე შესაძლოა მიუთითებდეს ზურგის, დუნდულების, თეძოების, წვივების, კისრის, მკლავების დაბუჟება, კრუნჩხვა, ტკივილი ან კუნთოვანი სისუსტე.
სტენოზის სიმპტომები აღმოცენდება ან მძიმდება დგომისა და სიარულის დროს, დაჯდომის ან დახრის შემთხვევაში კი ხშირად სუსტდება ან ქრება. სტენოზის დროს ადამიანთა უმეტესობას დიდხანს სიარული არ შეუძლია.
დიაგნოზის დასასმელად საჭიროა, ნევროლოგიური შეფასება, მაგალითად, მგრძნობელობის შესაფასებლად.
ასევე მიმართავენ ელექტრომიოგრაფიას, ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რენტგენოგრაფიას.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !