მოგესალმებით,
სპაზმი ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა - კუნთებისა და მყესების მყარი დაჭიმვითა და შეკუმშვით იგი მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებას ცდილობს. სპაზმური რეაქციის მიზეზად შესაძლოა იქცეს ფიზიკური ზემოქმედება (დარტყმა, ტკივილი) ან ფსიქიკური დაძაბულობა (შიში, განგაში).
ხშირად, განსაზღვრულ გამღიზიანებელთა მოქმედების შედეგად კუნთები დიდხანს რჩება დაჭიმული და სპაზმიც ხანგრძლივდება, რაც ორგანიზმში მთელ რიგ პათოლოგიურ ცვლილებას იწვევს. მათ შორის აღსანიშნავია სპაზმირებულ უბანში სისხლძარღვებისა და ლიმფური სისტემის მიჭყლეტა, რაც აფერხებს ქსოვილებამდე საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის მისვლას, იწვევს ჰიპოქსიას - ჟანგბადის დეფიციტს, ასუსტებს იმუნურ თავდაცვას, რაც ხშირად ქრონიკული ანთებითი დაავადებების მიზეზად იქცევა.
თუ კუნთთა განსაზღვრული ჯგუფი დაჭიმულ, ტონურ მდგომარეობაში რამდენიმე კვირა დარჩა, იწყება ფიბროზის განვითარება - კონკრეტულ უბანში ქსოვილების გადაგვარება, გამკვრივება და ფუნქციათა მოშლა, რასაც, ჩვეულებრივ, თან სდევს ტკივილი. ამ ეტაპზე სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ თუ სპაზმირება წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, პროცესი შეუქცევად სახეს იღებს და იწყება ქსოვილთა გადაგვარება.
შესაძლოა აქედან გამომდინარეობდეს ფეხის დაბუჟებაც.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია.
იმისთვის , რომ დადგინდეს რა არის თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით 67 წლის ვარ, ერთი ცოტა უხერხული შეკითხვაა ჩემი აზრით, ზოგჯერ მთელ ორგანიზმში ისეთი სპაზმი მაქვს, რომ არ წამოვწვე თუ სახლში ვარ რათქმაუნდა, განძრევა არ შემიძლია მაგდროს გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობ რა დროს მემართება ვერ ვხვდები? მეორე შეკითხვა: ხშირად მიბუჟდება მარჯვენა ფეხი როცა ვზივარ. გმადლობთ
პასუხი: