მოგესალმებით ! თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე , ჩვენი რჩევაა , უპირველესად მიმართოთ ოტო-რინო-ლარინგოლოგს. რადგანაც სავარაუდოდ არის ჰაიმორიტი ან ფრონტიტი . მოგაწვდით მოკლე ინფორმაციას ამ ორი დაავადების შესახებ:
ჰაიმორიტი ზედა ყბის ძვლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც, სურდოს, გრიპის, წითელას, ქუნთრუშასა და სხვა ინფექციური დაავადებების გართულებას წარმოადგენს. ჰაიმორის ღრუში 4 კვირაზე მეტხანს გაგრძელებული პროცესი გახანგრძლივებულად ითვლება, ყველაზე ხშირად გვხვდება ქრონიკული ჰაიმორიტის ჩირქოვანი, ჩირქოვან-პოლიპური და პოლიპური ფორმები, კატარული, ჰიპერპლასტიკური, ალერგიული .ჰაიმორიტის გამომწვევი მიზეზი ინფექციაა - ბაქტერია ან ვირუსი ცხვირის ღრუს გავლით ან სისხლის მეშვეობით ჰაიმორის წიაღში იჭრება და ანთებით პროცესს იწვევს. მისი კლინიკური ნიშნებია : 1. ცხვირსა და მის ახლოს მდებარე უბნებში აღმოცენებული ტკივილის შეგრძნება, რომელიც თანდათანობით ძლიერდება. 2. სუნთქვის გაძნელება. ავადმყოფს ცხვირი გაჭედილი აქვს, ლაპარაკობს დუდღუნით. წესისამებრ, იჭედება ცხვირის ორივე ნახევარი. 3. გამონადენი. ავადმყოფთა უმრავლესობას აქვს ცხვირიდან ლორწოვანი (გამჭვირვალე) ან ჩირქოვანი (ყვითელი, მწვანე) გამონადენი, 4. სხეულის ტემპერატურა მწვავე პროცესის დროს იწევს 38-მდე და უფრო მაღლა,თუმცა გაქრონიკულების შემთხვევაში ტემპერატურა შეიძლება ნორმის ფარგლებში შენარჩუნდეს. 5. საერთო სისუსტე. ავადმყოფი მოთენთილია, უარს ამბობს ჭამაზე, ერღვევა ძილი. ჰაიმორის წიაღის საპროექციო არისა და თვალის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება ჩირქოვანი ჰაიმორიტის გართულებაზე (თვალბუდის ფლეგმონაზე, პერიოსტალურ აბსცესზე) მიუთითებს.სმენის დაქვეითებაც კია მოსალოდნელი. ყველაზე საშიში გართულება, რაც კი ქრონიკულმა ჰაიმორიტმა შეიძლება გამოიწვიოს, არის მენინგიტი - ტვინის გარსის ანთება. ჰაიმორიტის დიაგნოზს სვამენ ავადმყოფის ჩივილების, კლინიკური, რენტგენოგრაფიული, რინოსკოპიული მონაცემების და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევის საფუძველზე. ზოგჯერ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით ავადმყოფს უტარდება დაზიანებული ზედა ყბის ძვლის წიაღის პუნქცია.
ფრონტიტი--ეს არის შუბლის წიაღის ქრონიკული ანთება. არცთუ იშვიათად გამონაყოფი ძილის დროს ცხვირხახაში ჩაედინება და პაციენტს დილაობით დიდი რაოდენობით ნახველის ამოხველება უწევს. რინოსკოპიით (ცხვირის ღრუს დათვალიერებით) შუბლის წიაღიდან გამონაყოფის აღმოჩენა ყველაზე მოსახერხებელია დილაობით, საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება. ანთებითი პროცესი იშვიათად ვრცელდება შუბლის წიაღის ქვედა კედელზეც . შესაძლოა განვითარდეს - აბსცესი ,მენინგიტი (თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებაა). ან სეფსისიც.
დიაგოზის დასადასტურებლად გამოიყენება კვლევის დამატებითი მეთოდები: ზონდირება, რენტგენოგრაფია.არაეფექტური მკურნალობის დროს მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.
.შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში. გვყავს როგორც ოტო-რინო-ლარინგოლოგი ასევე ყბა-სახის ქირურგი. რომელიც ასევე შესაძლოა დაგჭირდეს მკურნალობის ჩასატარებლად .
დისტანციურად დიაგნოზის დასმა და გარკვევა თუ რა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი პრობლემები , არაკორექტული იქნება ჩვენი მხრიდან . დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 119 119 ან 202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: უკვე ძალიან დიდი ხანია მაწუხებს ცხვირიდან უხვი და სუნიანი გამონადენი.ვიმკურნალე და ვიკეთე გამორეცხვები მაგრამ არანაირი შედეგი არ მაქვს.პერიოდულად კოლტისებური მასა მვარდება ცხვირხახიდან გოგირდისებული მოყვითალო სუნიანი.რა შეიძლება მეშველოს ან ვის მივმართო.ან რაარის საერთოდ ეს
პასუხი: