ვიზიტი პედიატრთან

კითხვა: 7 თვის პატარა მყავს და კუჭის მოქმედება აქვს მწვანე, შერეულ კვებაზეა. 1 თვემდე ჰქონდა ნორმალური კუჭის მოქმედება შემდეგ კი გაუმწვანდა. რისი ბრალი შეიძლება იყოს და საშიშია?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, მწვანე განავალი გახლავთ ლაქტაზური უკმარისობის ერთ-ერთი მანიშნებელი, როდესაც ბავშვს უჭირს რძის მონელება და ათვისება.
განავალი შესაძლოა მწვანე გახდეს ვირუსული დაავადებების შემდგომაც.
ძლიერი მუცლის ტკივილითა და დისკომფორტით მიმდინარე მწვანე განავალი მწვავე ინფექციების მაუწყებელია, ისეთის როგორიცაა დიზენტერია და სალმონელოზი.
თუმცა, თუ მწვანე განავლის გარდა პატარას სხვა არაფერი აწუხებს, არ აქვს ტკივილი და აირების დაგროვება, კარგად ძინავს , საშიში არაფერია.
პრევენციის მიზნით, სასურველია მიმართოთ პედიატრს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა