კონსულტაცია ონკოლოგთან

კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები
პასუხი:

მოგესალმებით ! ასტროციტომა – თავის ტვინის მთავარი გლიური სიმსივნეა (გლიომა), რომელიც  წარმოიქმნება ასტროციტებისგან-თავის ტვინის მცირე ვარსკვლავისებრი უჯრედებისგან.ის შეიძლება გაჩნდეს თავის ტვინის ნებისმიერ ადგილას , მათ შორის ნათხემშიც. ამიტომ , არის საშიში დაავადება.  თავის ტვინის ასტროციტომის განვითარების მიზეზი უცნობია. თავის ტვინის სიმსივნეების გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს :1)ონკოლოგიური დაავადებების განვითარების გენეტიკური წინასწარგანწყობა;2)შინაგანი არის არასასურველი ფაქტორები; 3)ვირუსები, ონკოგენურობის მაღალი ხარისხით. იკურნება თუ არა ეს დაავადება , ამაზე ჩვენ პასუხს ვერ გაგცემთ. არაკორექტული იქნება ჩვენი მხრიდან, რადგან საჭიროა , რომ ექიმმა-ონკოლოგმა  გაარკვიოს და დაადგინოს სიმპტომები, გაეცნოს დაავადების ისტორიას. უნდა ჩატარდეს სხვადასხვა  გამოკვლევა.1)  მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია (მრტ).2)კომპიუტერული ტომოგრაფია-კტ. 3) ანგიოგრამა. 4)ბიოფსია . ჩვენი რჩევა იქნება  , მობრძანდეთ ჩვენს კლინკაში და გაიაროთ კონსულტაცია ონკოლოგთან. სამშაბათობით გვაქვს უფასო კოსულტაციის აქცია .  დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით  577 119 119  ან  202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით.გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა