კონსულტაცია კარდიოლოგთან , ნევროლოგთან და გინეკოლოგ -ენდოკრინოლოგთან

კითხვა: გამარჯობა. ვარ 27 წლის. ამ ბოლო პერიოდში ხშირად მაქვს დაბალი პულსური წნევა. უმეტესად 110/90 თავის ტკივილით. ასევე, დავაფიქსირე 110/95, რასაც პირღებინება და ძლიერი თავის ტკვილი დაერთო. იქნებ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს და საჭიროების შემთხვევაში ვის მივმართო? მადლობა ყურადღებისთვის
პასუხი:

მოგესალმებით ! თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე  , საყურადღებოა  ის ფაქტი ,   რომ ასაკი არის პატარა (27 წელი), აქ გასათვალისწინებელია  შემდეგი  : გენეტიკური დატვირთვა, გადამღლელი (როგორც ფიზიკურად , ასევე გონებრივად) სამუშაო რეჟიმი, ხომ არ გაქვთ ჰორმონული  დისბალანსი , ხომ არ გაქვთ ხშირი ნერვული (სტრესული) სიტუაციები , პირღებინება და თავის ტკივილები ახასაითებს  წნევის ცვალებადობას, ჰორმონულ  ძვრებს (მაღალი პროლაქტინი)  , წესრიგში გაქვთ თუ არა ციკლი ,  რას უკავშირებთ წნევის ცვლილებებს  (დღის და ღამის პერიოდი , ფიზიკური და გონებრივი გადაღლის შემდგომი პერიოდი, ძილის შემდგომი პერიოდი  ), ხართ თუ არა თამბაქოს აქტიური მომხმარებელი. ჩვენი რჩევა იქნება , გაიაროთ კონსულტაცია კარდიოლოგთან  , ნევროლოგთან და გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთნ. შეგიძლიათ , მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში თუ არ გყავთ ჯერ შერჩეული მკურნალი ექიმები ამ მიმართულებებით. ჩვენთან მოქმედებს კვირის გარკვეულ დღეებში , როგორც უფასო კონსულტაციები , ასევე ფასდაკლების აქციები სხვადასხვა  სპეციალისტებთან და გარკვეულ კვლევებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დარეკეთ  577 119 119 ან  202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ  ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა