მოგესალმებით ! თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე აღმოგაჩნდათ ლუპუს ანტიკოაგულანტი , რაც მიუთითებს ანტოფოსფოლიპიდური სინდრომის სავარაუდო არსებობას .ამ პრობლემის გადადება არ შეიძლება. ამ დროს მაღალია თრომბოზისა და ორსულობის თვითნებური შეწყვეტისა და მკვდრადშობადობის რისკი. მომატებულია ასევე ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები - პრეეკლამფსია, ნაყოფისთვის სისხლის მიწოდების დაქვეითება. თუ ორსულს დაუდასტურდა ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები, მაგრამ არ ჰქონია თრომბოზი და არც სპონტანური აბორტი გადაუტანია, მკურნალობა შესაძლოა არც იყოს საჭირო. სამკურნალო საშუალებებია:ასპირინი - ორსულებთან ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასპირინის მცირე დოზები სხვა საშუალებებთან (ჰეპარინთან) ერთად. ასპირინის მცირე დოზების გამოყენება შეიძლება დაიწყოს ორსულობის დაგეგმვისთანავე და შეწყდეს ორსულობის 36-ე კვირას. პრეპარატის მიღება განახლდება მშობიარობის შემდეგ და გაგრძელდება 6-8 კვირის განმავლობაში.ჰეპარინის ინექციები იწყება ორსულობის დადასტურებისთანავე და წყდება განსაზღვრული მანიპულაციების დროს ან მშობიარობის დაწყების შემდეგ. ჰეპარინის ან ვარფარინის გამოყენება რეკომენდებულია მშობიარობის შემდეგ 6-8 კვირის განმავლობაში. თუ პაციენტი ამ მედიკამენტს იღებდა, ის უნდა მოიხსნას ორსულობამდე 6 კვირით ადრე. მიღების განახლება შეიძლება ორსულობის მე-14 კვირიდან, შეწყვეტა რეკომენდებულია 36-ე კვირას.ვარფარინის მიღება შეიძლება განახლდეს მშობიარობის შემდეგ და ხშირად არჩევის პრეპარატია მშობიარობიდან 6-8 კვირის განმავლობაში. ის უსაფრთხოა ძუძუთი კვების დროს. ქალებმა, რომელთაც ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი აქვთ, არ უნდა მიიღონ ჩასახვის საწინააღმდეგო ესტროგენული ჰორმონული პრეპარატები, ვინაიდან ესტროგენები ზრდის თრომბოზის რისკს. თუმცა ,ყოველივე ეს დაგეგმილი და გაკონტროლებული უნდა იყოს ექიმ–ჰემატოლოგის მიერ .აქედან გამომდინარე მობრძანდით ჩვენს კლინიკაში და გაიარეთ კონსულტაციები ჰემატოლოგთან ( ექიმი ჰემატოლოგი ---ლევან მახალდიანი) და ასევე გინეკოლოგთანაც. დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზიტზე ჩასაწერად დარეკეთ 577 119 119 ან 202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით, 10 კვირაზე შემიწყდა ორსულობა,ჩავიტარე გამოკვლევა, სისხლში განვსაზღვრეთ ლუპუს ანტიკოაგულანტი, რომლის დროსაც ლუპუს ანტიკოაგულანტის დამადასტურებელი აღმოჩნდა დაშვებულ ნორმაზე ოდნავ მაღალი (ნორმა-30-38, შედეგი 38.9) მაინტერესებს ამ დროს ინიშნება რაიმე პრეპარატი და საშიშია თუ არა შემდგომი ორსულობის დროს?
პასუხი: