თეთრი ნადები ენაზე

კითხვა: გამარჯობა ენაზე მაქვს თეთრი ნადები რაც ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის და რას შეეძლო რომ გამოეწვია?
პასუხი:

მოგესალმებით,ენა ადამიანის ორგანიზმის უნიკალური ნაწილია, რომლის დახმარებითაც, ვამყარებთ კომუნიკაციას და ვიღებთ სიცოცხლისთვის აუცილებელ საკვებს. თეთრი ფერის ნადები ხშირად მიუთითებს კუჭ-ნაწლავის დაავადებაზე, მაგალითად გასტრიტისა და წყლულის არსებობაზე. თეთრი ფერის ნადები ჩნდება, სტომატიტის, თირკმელებისა და საშარდე გზების ანთების, სტრესისა და ნერვული გადაძაბვის, ნაწლავური დისბიოზის იგივე დისბაქტერიოზისა და კანდიდოზის დროს. ენის გაწმენდა შეგიძლიათ კბილის ჯაგრისის დახმარებით, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს უკანა მხარეს, სპეციალური ენის საწმენდი და ფაქიზად დაიმუშავეთ. გახსოვდეთ, რომ ნადების მექანიკური მოშორება არც ისე ეფექტურია, საჭიროა, მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა და მკურნალობა, რაც დისტანციურად შეუძლებელია. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში თერაპევტთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას, კონსულტაციისას შესაძლებელია გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა