მოგესალმებით,
თირკმლის კენჭების უმრავლესობა საკმარისად პატარა ზომისაა (დიამეტრი 4 მმ-ს არ აღემატება) და შარდში გამოიყოფა.
თუმცა, ტკივილი შესაძლოა თირკმლის პატარა ზომის კენჭებმაც გამოიწვიოს. ეს ტკივილი რამდენიმე დღე გრძელდება და კენჭის გამოსვლის შემდეგ ქრება.
თუ თირკმლის კენჭი დაიძრა შარდსაწვეთში, ის იწვევს მწვავე ტკივილს, რის გამოც შესაძლებელია დაგჭირდეთ ჰოსპიტალური მკურნალობა.
კონკრემენტი (კენჭი) კლასიფიცირდება შემდეგი კრიტერიუმებით: ზომა, ლოკალიზება, რენტგენოლოგიური მახასიათებლები, ეთიოლოგია, მინეროლოგიური შემადგენლობა და განმეორებითი კენჭების გაჩენის რისკის ხარისხი. ეტიოლოგიის მიხედვით არსებობს ინფექციური ან არაინფექციური პროცესების დროს წარმოქმნილი კენჭები, გენეტიკური დარღვევების შედეგად გაჩენილი და ასევე მედიკამენტების მიღების გამო წარმოქმნილი.
თქვენს მიერ აღნიშნულ "კენჭის დაშლა დარტყმითი ტალღების საშუალებით", ეწოდება ლითოტრიფსია, რაც გულისხმობს კენჭების დაშლას ულტრაბგერითი ტალღის დარტყმითი ზემოქმედების შედეგად. ამ მეთოდსაც აქვს თავისი ჩვენება: მისი მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ 3 სანტიმეტრამდე ზომის კენჭების დაშლა. უფრო დიდი ზომის კონკრემენტის შემთხვევაში აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა. ასეთ დროს ლითოტრიფსიის მცდელობაც კი გაუმართლებელია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზომის კენჭიც კი ყოველთვის არ იშლება. ლითოტრიფსიის ეფექტი, გარდა კონკრემენტის ზომისა, მის ქიმიურ შემადგენლობაზეც არის დამოკიდებული. ამ დროს ქირურგიული ჩარევა მკურნალობის ერთადერთი გზაა.
რაც შეეხება დაფინანსებას, ამ შემთხვევაში, ჩვენს კლინიკას საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებისათვის დაწესებული აქვს შეღავათი - შესაძლებელია ჩაიტაროთ უროლოგის უფასო კონსულტაცია და მისგან მიიღოთ სათანადო დოკუმენტები, ფორმა 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს ოპერაციას.
უროლოგთან უფასო ვიზიტი შესაძლებელია ხუთშაბათს და აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გეცნობებათ სმს შეტყობინების სახით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.შარდის ბუშტში მაქვს 14მმ ზომის კენჭი.მინდა დავიშალო დარტყმითი ტალღების საშუალებით. მაინტერესებს თქვენთან რა ღირს ეს პროცედურა და ასევე აფინანსებს თუ არა მასწავლებლის პოლისი. ამ ზომის კენჭს რა უარყოფითი შედეგის გამოწვევა შეუძლია შარდის ბუშტსა და თირკმელში. ორი თვეა რაც აღმომაჩნდა.რაჭაში ვცხოვრობ და რაღაც მიზეზების გამო ჯერჯერობით ვერ ვახერხებ ქალაქში წამოსვლას.დიდი მადლობა ყურადღებისთვის.ველი პასუხს
პასუხი: