ბისაკოდილი

კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს პრეპარატი “ბისაკოდილის“სისტემატიური მიღება თუ უშლის ხელს დაორსულებას? მადლობთ ყურადღებისთვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენ მიერ აღნიშნული პრეპარატი "ბისაკოდილი" არის საფაღარათო საშუალება, რომელიც ნაწლავის ლორწოვან გარსზე უშუალო ზემოქმედებით აძლიერებს მის პერისტალტიკას და ახდენს საფაღარათო მოქმედებას.
მისი უკუჩვენებებია: ნაწლავური გაუვალობა, თიაქრის ჩაჭედვა, “მწვავე მუცლის” სინდრომი, პერიტონიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლდენა საშვილოსნოდან, სპასტიური კოლიტი, მწვავე პროქტიტი, მწვავე ბუასილი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება პრეპარატის მიღება 1 კვირაზე მეტი ხნით, ასევე აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
თუ ექიმმა დაგნიშნათ ბისაკოდილი, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ თქვენი დიაგნოზი ან ჩივილები და შევეცდებით დაგეხმაროთ, შემოგთავაზებთ როგორც გასტროენტეროლოგის ,ისე გინეკოლოგის უფასო კონსულტაციებს .
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა