ტერფის ტკივილი

კითხვა: მაქვს ტერფების გაუსაძლისი ტკივილი.მარჯვენა ფეხმა დაკარგა დეფორმაცია,კოჭთან მიშუპდება სისტემატიურად,დიდი თითი ისე ზემოთაა ამოზნექილი ვერ ვასწორებ,დილით ფეხების დადგმა მიჭირს ,მიხურს წვის და დაბუჟების შეგრძენება. ტკივილ გამააყუჩებელს არ ექვვემდებარება მარჯვენა ფეხმა ფერი იცვალა მოწითალო მოლურჯო მონაცრისფეროა ზოგჯერ ძალიან წითელი.რომელ ექიმს მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,

იქიდან გამომდინარე, რომ ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შესაბამისად თქვენც მოგაწვდით ანალოგიურ ინფორმაციას.

ტერფის ტკივილი ხშირად გაურკვეველი წარმოშობისაა, თუმცა ცნობილია მისი ზოგიერთი მიზეზიც. მაგალითად, ის შესაძლოა გამოიწვიოს რევმატულმა დაავადებამ, სტრუქტურულმა დეფორმაციამ, ფეხსაცმლის ტიპმა.

ტერფის ტკივილს იწვევს დიდი წვივის უკანა ნერვის მიჭყლეტა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს:

● ადგილობრივმა ტრავმამ (მყესების დაჭიმვამ, მოტეხილობამ);

● მოცულობითმა პროცესმა (ვენების დაავადებამ, ცხიმგროვამ);

● ტერფის დეფორმაციამ.

ასევე ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ქუსლის ძვლის დეზი, ქუსლთან ფასციის დაზიანებისა და ანთების შედეგად გაძვალებული ქსოვილი. ჩივილები ამ დროს ინდივიდუალურია.

შესაძლოა მიზეზი იყოს კოჭ-წვივის ართრიტიც, კოჭ-წვივის სახსრის ანთება. ის შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ქრონიკულმა არასტაბილურობამ, სისტემურმა ანთებითმა დაავადებამ. პაციენტი, ჩვეულებრივ, უჩივის ყრუ ტკივილს დილაობით, ადგომისას და ხანგრძლივი უმოძრაო პერიოდის შემდეგ.

დისტანციურად დიაგნოზის დასმა, თუ რა იწვევს თქვენს შემთხვევაში ტერფის ტკივილებს, შეუძლებელია.

გირჩევთ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.

რაკი აღნიშნავთ ტერფის ფერის ცვლილებას,  სასურველია, პირველ რიგში გამოირიცხოს  ანგიოლოგიური პათოლოგიები.  

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ  ანგიოლოგის კონსულტაციასა და    სისხლძარღვების დოპლეროგრაფიაზე  ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--

კვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმი დასვამს ტერფის ტკივილის გამომწვევ მიზეზს და დაგინიშნავთ მკურნალობას, ხოლო თუ გამოირიცხება ანგიოლოგიური  პათოლოგიები, შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ტრავმატოლოგი, რომელთანაც კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ   ხუთშაბათსა და შაბათს.

 დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით  ნომერზე  577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა