მოგესალმებით!
ყველაფერი სხივური თერაპიის შედეგია. სამივე მდგომარეობა მასთან არის დაკავშირებული და მისი მკურნალობისათვის საჭიროა გასტროენტეროლოგი,რომელიც შეარჩევს დიეტასაც და მედიკამენტურ თერაპიასაც.
პროგნოზი დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა, პროფილაქტიკა ითვალისწინებს დიეტოთერაპიას, შესაბამისი პროდუქტების გამორიცხვით, ამასთან, აუცილებელია ანტიბიოტიკური თერაპიის შერჩევა.
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს მდგომარებას, მკურნალობის მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში, შეცვლის მკურნალობის ტაქტიკას.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,მამას ერთი წლის წინ დაუდგინდა სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე მეორე სტადია T3N0M0 R ,გაუკეთდა ოპერაცია სწორი ნაწლავის ამოკვეთა,აქვს კოლოსტომა.გაუკეთდა სხივური თერაპია 28 სხივი.და ქსელოდას 5 კურსი სულ 240 აბი მიიღო.9 თვეა აწუხებს კუჭნაწლავი,აქვს დიარეა ქრონიკული,მუცლის ჭყუილი,გაზები დიდი რაოდენობით და გაუსაძლისი სპაზმები.ვმკურნალობდით 5 თვე თერაპევტთან შედეგი არ გვქონდა.გავუკეთეთ კონოსკოპია და რენდგენოგრაფია კუჭნაწლავის ასევე გეგმიური ტომოგტაფებიც.მეტასტაზები არაა,მივიყვანეთ ერთი თვეა გასტროენტეროლოგთან დაუდგინდა რადიაციული ენტეროკოლიტი,მედიკამენტოზური ენტერიტი და მალსბორაციის სინდომი.ჯერჯერობით შედეგი არ გვაქვს.მაინტერესებს განკურნებადია თუ არა ეს სიტვაცია ,თუ ოპერაციის დროს ნაწლავის რეზექციის ბრალია და სულ ესე იქნება? უკვე დავკარგე იმედი.ამდენი მედიკამენტების მიღება და შედეგი არ გვაქვს.გახდა ძალიან,განუვითარდა ცილის ნაკლებობა გადავუსხით ცილაც.
პასუხი: