მოგესალმებით,
კოღოს ნაკბენთან დაკავშირებული მძიმე ალერგიული რეაქციები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს:
ქავილი კანის დიდ ფართობზე, ნაკბენთან ახლოს სისხლჩაქცევები, ლიმფანგიტი, ანაფილაქსია.
თუმცა , კოღოს ნაკბენის მიმართ (განსხვავებით ზოგიერთი სხვა მწერისგან) ადამიანის ორგანიზმი თანდათან ნაკლებ მგრძნობიარე ხდება.ბავშვობის ასაკში ნაკბენზე რეაქცია გაცილებით მწვავედ ვლინდება ვიდრე მოზრდილებში და ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო მცირდება უარყოფითი რეაქციათა გამოვლენა.
კოღოს ნაკბენზე მწვავე სიმპტომების აღმოცენება შესაძლოა უკავშირდებოდეს შედარებით დაბალი იმუნიტეტის არსებობას და თქვენს შვილიშვილსაც, სავარაუდოდ, კოღოს ნაკბენი ამის გამო ურთულდება .შესაბამისად მნიშვნელოვანია,რომ იზრუნოთ ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებაზე .
დისტანციურად მედიკამენტებზე კი ვერ მიგითითებთ , ეს არაპროფესიულია, თუმცა პრევენციისათვის გირჩევთ შემდეგს :
• საცხოვრებელ ადგილში სასურველია ჰაერის კონდიცირება ან ფანჯრისა და კარის დამცავი ბადეების დამონტაჟება
• თუ ბავშვს ზაფხულში აძინებთ გარეთ ,ჰაერზე , გამოიყენეთ კოღოს საწინააღმდეგო ლოგინის ბადე
• მუდამ თან იქონიეთ მწერის საწინააღმდეგო რეპელენტი ,რომელსაც შეიძენთ აფთიაქებში და ყურადღებით გაეცანით მათ ინსტრუქციას .
• გარეთ ყოფნისას ბავშვს ჩააცვით სამოსი , რომელიც დაუფარავს ფეხებსა და ხელებს,
• მწერების საწინააღმდეგო რეპელენტი დაისხით თქვენს ხელებზე და შემდეგ წაუსვით ბავშვს სახეზე
• არ წაუსვათ მწერების საწინააღმდეგო რეპელენტი ბავშვს ხელებზე, პირზე, გაჭრილ ან გაღიზიანებულ კანზე
• დაამუშავეთ ბავშვის სამოსი გამოიყენეთ პერმეტრინი სამოსისა და აღჭურვილობის ( მაგ: ფეხსაცმელი, შარვალი, წინდა, ბადე) დასამუშავებლად. წაიკითხეთ პროდუქციის შესახებ ინფორმაცია რათა განსაზღვროთ მოქმედების ხანგრძლივობა. ყოველთვის მიჰყევით პროდუქციის ინსტრუქციას,
• არ გამოიყენოთ პერმეტრინის შემცველი პროდუქცია პირდაპირ კანზე.
რაც შეეხება ნაკბენთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ ,გირჩევთ , მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას , "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯამრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით. ჩემს შვილიშვილს, რომელიც ახლა 4,5 წლისაა, კოღოს ნაკბენი უსივდება, უწითლდება, უმაგრდება, ალერგოლოგი, კანის ექიმი, დერმატოლოგი, ყველა ექიმის დანიშნულება შევასრულეთ, მარა არაფერმა უშველა, ქავილი, სიმაგრე და სიწითლე მაინც აქვს. ასე, 7-10 დღეში ძლივს გაუვლის ხოლმე. რაიმე ეფექტური გვირჩიეთ, რომ კოღო არ მიეკაროს, ხოლო ნაკბენზე რა ვახმაროთ?
პასუხი: