მოგესალმებით,
ოთხივე კიდურის ერთდროულად დაბუჟების შეგრძნება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია.
შესაძლოა, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ტკივილი, ქავილი, გრძნობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე.
თუ დაბუჟება ძლიერდება მოძრაობის დროს, შეიძლება ეს ნერვის დაზიანების შედეგი იყოს, რაც შესაძლოა განაპირობოს ტრავმამ, განმეორებადმა მიკროტრავმამ, ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ, ტოქსიურმა ფაქტორებმა, შაქრიანმა დიაბეტმა.
ნერვის ასეთ დაზიანებას პერიფერიულ ნეიროპათიას უწოდებენ. სახელწოდება აღნიშნავს, რომ ნერვი ზიანდება არა თავის ან ზურგის ტვინის დონეზე, არამედ - უშუალოდ კიდურში.
თანდაყოლილი დაავადებებით გამოწვეული პერიფერიული ნეიროპათიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, შეძენილი მიზეზების შემთხვევაში კი მდგომარეობის გასუმჯობესებლად მკურნალობენ გამომწვევი მიზეზების შესაბამისად.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ ნევროლოგთან და ანგიოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობის სწორ მიმართულებას.
ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღე არის პარასკევი, ხოლო ანგიოლოგთან – ორშაბათი და სამშაბათი, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: 2 თვის წინ ჩავაბარე ანალიზი შაქარზე, ქოლესტერინზე, აინერზე. შედეგი ყველა ანალიზზე ზედა ზღვარია. მივმართე ოჯახის ექიმს და ნორმად ჩათვალა. მე კი ძალიან მაღონებს ზედა და ქვედა კიდურების დაბუჟება. იქნებ მირჩიოთ რამე
პასუხი: