მოგესალმებით,
ზოგადად, ბარძაყის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა, რაც შეიძლება ბევრმა მდგომარეობამ გამოიწვიოს.
ბარძაყის სახსრის პრობლემებმა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ბარძაყის შიდა მხარეს ან საზარდულის არეში. ბარძაყის ტკივილი გარეთა მხარეს, მაგალითად თეძოს ზედა ნაწილში ან დუნდულებზე გამოწვეულია იმ კუნთების, მყესების, იოგების და სხვა რბილი ქსოვილების დაზიანებით რაც გარს აკრავს ბარძაყის სახსარს.
ბარძაყის ტკივილს ზოგჯერ სხეულის სხვა მიდამოებში, მაგალითად წელის ქვედა ნაწილში ან მუხლებში არსებული პრობლემები იწვევს.
შესაძლოა, თქვენს პრობლემას იწვევდეს როგორც საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ–დისტროფიული (დეგენერაციული) დაავადება –კოქსართროზი ისე ხერხემლის სვეტის პათოლოგია.
ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული კომპლექსური თერაპია უდავოდ იძლევა ეფექტს.
შესაბამისად გირჩევთ, ნუ გადადებთ ვიზიტს პირველ რიგში ტრავმატოლოგთან, რომელიც სრულფასოვნად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ მკურნალობას.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ტრავმატოლოგთან უფასო ვიზიტს, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!