ჭრილობის გართულება

კითხვა: გამარჯობა გავიკეთე საშვილოსნოს ოპერაცია და ნაკერები ვერ გაიწოვა დამიჩირქდა მივაკითხე ექიმს და ამომიღეს ძაფი მაგრამ ჭრილობამ პირი შეკრა და ისევ ჩამიჩირქდა რა შეიძლება გავაკეთო მადლობას გიხდით წინასწარ
პასუხი:


მოგესალმებით,
დისტანციურად რაიმე რჩევის მოცემა არაკორექტულია. როგორც მოგვითხრობთ, საქმე ეხება ჭრილობის ინფექციას, დაჩირქებას.
პირველ ეტაპზე, საჭიროა კონსულტაცია გაიაროთ იმ ქირურგთან, რომელმაც ჩაგიტარათ ოპერაცია, სადაც ობიექტურად შეფასდება თქვენი მდგომარეობა.
სპეციალისტი შესაძლოა შემოიფარგლოს ლოკალური მედიკამენტის გამოყენებით ან საჭირო შეიძლება გახდეს ანტიბიოტიკის მიღება, მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა, მისი პრეროგატივაა, ასე რომ, ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობის კურსში.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა