მოგესალმებით!
ყურებში ხმაურის მიზეზი შეიძლება იყოს: ყურის ანთება; გოგირდოვანი საცობი; უცხო სხეული სასმენ მილში; სასმენი ნერვის დაზიანება; ასაკობრივი ცვლილებები. გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა. ხმაურის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს ასევე ალკოჰოლმა, კოფეინმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა, ტყვიით, დარიშხანით, ვერცხლისწყლით ინტოქსიკაციამ (მოწამვლამ), არტერიული წნევის მომატებამ, ათეროსკლეროზმა, ალერგიამ, ანემიამ, თირეოტოქსიკოზმა, ცხელებამ, ნევროზმა და სხვა პათოლოგიებმა.
ასევე შესაძლოა ვივარაუდოთ ნევროზი, დეპრესია ან უბრალოდ ძლიერი გადაღლა,რომელიც პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადების იმიტაციას ახდენს. არცთუ იშვიათად, მათი ერთადერთი გამოვლინება ყურებში ხმაური და თავბრუსხვევაა.
ხანდაზმულებში ვესტიბულური აპარატის დარღვევას ხშირად ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა უდევს საფუძვლად, ამ დროს პაციენტი უჩივის თავბრუსხვევას, მხედველობის დაქვეითებას, გაორებას, ქვედა კიდურების სისუსტესა და დაბუჟებას.
გარდა ამისა, თუ სათვალეს იყენებთ, არასწორად შერჩეული სათვალე მისი ოპტიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე იწვევს თვალების გადაღლას, მხედველობის დაქვეითებას, წვას, თავის ტკივილს და ამის შედეგად შრომის უნარის დაქვეითებას. ხოლო, თუ არ იყენებთ სათვალეს ,შესაძლოა სწორედ ამის გამო წარმოიშვას პათოლოგიური სიმპტომები და სათანადოდ შერჩეულმა სათვალემ შეცვალოს ვითარება .
დისტანციურად რა თქმა უნდა ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია. პირველ რიგში სასურველია მიმართოთ ნევროლოგს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას , რომელიც შეკრებს ზოგად ანამნეზს და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობაში ჩაერთვება ოფთალმოლოგიც.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა... მაქვს თავბრუსხვევა მომენტებში ცუდი მხედველობა, გაბუჟებული მაქვს საფეთქლებთან ყურებში შუილი მაქვს....რა გავაკეთო იქნებ მითხრათ...
პასუხი: