ჰერპეს ვირუსი

კითხვა: გამარჯობა 7 წლის ბავშვს აქვს მომატებული სისხლის ანალიზში ჰერპეს ვირუსი ანტი-შსვი+2იგჯ გამოკვლევის შედეგი არის 1,15 გადატანილი აქვს 4 წლის უკან ჩუტყვავილა მაინტერესებს რა მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს რომ ეს ყველაფერი ნორმაში მოვიდეს ოჯახის ექიმმა მითხრა არაფერი არ უნდაო ეს გადატანილი ჩუტყვავილას ბრალია
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰერპესის გამომწვევია მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV). იგი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა დედამიწაზე.
ჰერპესის მკურნალობა კომპლექსურია და მხოლოდ დიაგნოსტირების შემდეგ ინიშნება. მწვავე ფაზაში ჰერპესის მკურნალობა სპეციალური ანტივირუსული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი პრეპარატებით ტარდება, ქრონიკული მიმდინარეობისას კი რეციდივების თავიდან ასაცილებლად, როგორც წესი, იმუნოთერაპიას მიმართავენ.
როგორც მოგვითხრობთ, უკვე ბრძანდებოდით ოჯახის ექიმთან და ექიმმა გითხრათ ,რომ არაფერი გჭირდებათ . ეს იმას უნდა ნიშნავდეს ,რომ ვირუსის ტიტრის მაჩვენებელი ძალიან დაბალია ,ანუ მასთან ამ ეტაპზე ბრძოლა საჭირო არაა .აქედან გამომდინარე ,ეს ინფორმაცია უნდა დააზუსტოთ მკურნალ ექიმთან და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს .
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მიმართეთ ბავშვთა ასაკის შესაბამის კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა