კითხვა: გამარჯობა ვარ დაახლოებით2კვირის ორსული ტესტი გავიკეთე დადებითი მიჩვენა შემდეგ სისხლის ანალიზი ავიღე დადებითი პასუხი მოვიდა მას შემდეგ 6დღე გავიდა და დღეს მცირე გამონადენი მაქვს ვიმყოფები საზღვარგარეთ ტესტი გავიკეთე და მკრთალად მიჩვენა გთხოვთ მიპასუხო რაიმე საფრთხე ხო არ მეფიქრება 13 წელი არ მყავდა შვილი და როგორც იქნა უფალმა დამასაჩუქრა მადლობა წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით,
როგორც წინა შეტყობინებაში უკვე მოგახსენეთ, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ გინეკოლოგს, თუნდაც იმ ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ბრძანდებით, რადგან ორსულობის დროს განვითარებული სისხლიანი გამონადენი, არც ერთ შემთხვევაში არ ჯდება ფიზიოლოგიურ ფარგლებში.
ასევე, თუ მოახერხებთ დაუკავშირდით თქვენს მეან–გინეკოლოგს და ჩააყენეთ საქმის კურსში.
მიმოწერის რეჟიმში, სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !