ნაღველკენჭოვანი დაავადება

კითხვა: გამარჯობათ დედაჩემს აქვს ნაღვლის ბუშტში კენჭები ერთი დიდი ზომის და დანარჩენი პატარები. ტკივა ფეხები სიმძიმის შეგძნება აქვს, ზოგჯერ ამცივნებს მთელ ტანში სიცხეს რომ უზომავ არ აქვს იქნება ეს თუ არა კენჭების ბრალი
პასუხი:

მოგესალმებით, დისტანციურად პასუხის გაცემა არაკორექტულია, თუმცა შეგვიძლია მოგახსენოთ, ნაღვლის საერთო სადინარში კენჭების არსებობამ (ქოლედოქოლითიაზი) შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გართულებები და თითქმის ყოველთვის საჭიროებს სათანადო მკურნალობას. არსებობს მკურნალობის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, ძირითადად ინტერვენციული (ქირურგიული) და თერაპიული მეთოდები. თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა მიმართოთ ქირურგს , რომელიც განსაზღვრავს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას და დაგეგმავს მკურნალობის ტაქტიკას, პათოლოგიის არსის დასაზუსტებლად.
გაცნობებთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში სპეციალისტთან უფასოდ შეძლებთ ვიზიტს , ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა