კითხვა: ხერხემალზე ოღონდ თითქმის დაბლა მიელავს ყველაგან მაქვს ფეთქვები მთელ სხეულზე ხერხემლიდან ელვა ჩამოდის ცოთა დაბლა ფეხებთან 2 დღეა ასე მაქვს მარცხენა ხელის ნეკა თითმაც დამიწყო ელვა 14 წლისაა ბავშვი ასე ამბობს შეიძლება იმიტომ მაქვს ეს ჩივილები რომ ხერხემალს ვიტკაცუნებდიო არ ვიცი რა ვქნა იგნებ გირჩიათ რამე წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი:
მოგესალმებით,
დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ, თუმცა ფაქტია, ჩივილები ნამდვილად უკავშირდება ხერხემლის სვეტის პათოლოგიას ან დაზიანებას.
შესაძლოა, თითის დაბუჟება და „ელვითი“ ტკივილები უკავშირდებოდეს ნერვის კომპრესიას (მიჭყლეტას) მალათა ცდომილების გამო.
აუცილებლად უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ნევროლოგს. ასევე, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი აპარატურული კვლევები ( მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია) .
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია, არ გადადოთ სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !