მოგესალმებით,
ეპილეფსია თავის ტვინის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ხანმოკლე შეტევებით, ეგრეთწოდებული გულყრებით.
ეპილეფსიის ბიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს თავის ტვინის ნეირონების ნორმალური აქტივობის უეცარი დარღვევა, კერძოდ, აგზნება–შეკავებითი პროცესების მოშლა, რაც გარეგნულად – გულყრით, ხოლო ელექტროენცეფალოგრაფიულად (ეეგ) სპეციფიკური ელექტროგრაფიული ცვლილებებით ვლინდება.
ეპილეფსია პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, ანუ მას მრავალი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იწვევდეს, რის შედეგადაც ზიანდება ტვინის უჯრედების (ნეირონების) აქტივობა.
ეპილეფსიის მკურნალობა ძირითადად კონსერვატიულია და წამლებით წარმოებს. ამ წამლებს ანტიკონვულსანტებს (ანტიეპილეფსიური პრეპარატები) უწოდებენ. მკურნალობის მიზანია გულყრების სრული კუპირება.
ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმა სხვადასხვა ანტიკონვულსანტს მოითხოვს, ანუ არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ერთნაირად შველის ეპილეფსიური გულყრის ყველა ფორმას.
თქვენს შემთხვევაში, აუცილებელია ბავშვთა ნევროლოგ-ეპილეფტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, კონსულტაცია 6 თვეში ერთხელ და ეეგ კონტროლი.
ანტიეპილეფსიური პრეპარატების მოხსნა ან დოზების თვითნებური ცვალებადობა დაუშვებელია!
რაც შეეხება "პენსიას" ამასთან დაკავშირებით უმჯობესია მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, ან თქვენს მკურნალ ექიმს.
ასევე ინფორმაციის დაზუსტება შეგიძლიათ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს,8 წლის ბავშვს,რომელსაც აქვს ეპილეფსია,ეკუთვნის თუ არა პენსია,ან დახმარება,ვერსად ვერ ვიპოვეთ სამართალი,მადლობა ასეთი უანგარო სამსახურისთვის
პასუხი: