დაბალი ჰემოგლობინი

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს რამდენად საშიშია 60 ერთეული ჰემოგლობინი. ერთი თვე მივიღე ამწევი ტაბლეტები და ისევ 60 მაქვს . მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებას, რის გამოც ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება, ანემია ეწოდება.
განასხვავებენ რკინადეფიციტურ, ვიტამინ B12-დეფიციტურ, ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ, ჰემოლიზურ, პოსტჰემორაგიულ, აპლაზიურ ანემიებს.
ეს ციფრი, თავისთავად ,საშიში არ არის და უდრის 100 გ/ლ ,რაც ქალის ნორმიდან ( 110 გ/ლ ) მცირედ გადახრილია .
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის დადგენა ,თუ რა იწვევს ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას.
შესაძლებელია მისი გამომწვევი იყოს: მიომა, ფიბრომა, სუბსტრატის დეფიციტი. მაგ: რკინის, ფოლიუმის, ან ღეროვანი უჯრედის დისფუნქცია, მაგ.: მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლასტიური ანემია; ან ძვლის ტვინის ინფილტრაცია. ასევე, ერითროციტების კარგვა (სისხლდენის შემდგომი ანემია), ან დესტრუქცია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც გვაქვს სისხლის დაავადებათა (ჰემატოლოგიის ) დეპარტამენტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდია.
მრავალპროფილური კლინიკის ფარგლებში არსებული მძლავრი და მასშტაბური ჰემატოლოგიური დეპარტამენტი, თავისი მრავალრიცხოვანი და პროფესიული კადრით, პრაქტიკულად ექსკლუზიურია შესაძლებლობების მიხედვით.
გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ჰემატოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის და დამატებითი კვლევების საფუძველზე დაგისვამთ დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა