ვიზიტი გინეკოლოგთან

კითხვა: მენსტრუაცია გადამიცდა 5დღე და მეექვსე დღეს მომივიდა მაგრამ არა ისე როგორც ადრე მქონდა ხოლმე ძალიან ღია ფერის გამონადენი მქონდა და საკმაოზე ცოტა რაოდენობის. ეხო გადავიღე და მითხრა ექიმმა რომ ეს არ იყო მენსტრუაციული დენა და მითხრა რომ რაღაც პატარა წერტილივით ჩანსო და დამიწერა რომ 3კვირის და 4 დღის ორსულობა არისო მაგ დღესვე გავიკეთე ხაგე და პროგესტერონზე ანალიზი ხაგეზე არ დაფიქსირდა ორსულობა და ვერ გავიგე რა ხდება ხომ ვერ დამეხმარებით? და გამონადენი იყო მკრთალი წითელი და კოლტების გარეშე დღესაც მაქვს გულისრევის შეგრძნება ძილიანობა უკვე დავიბენი რა ხდება აღარ ვიცი
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში, რთულია დიაგნოსტირება, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მიბრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ სამეანო–ულტრაბგერითი გამოკვლევა, მხოლოდ ამ მეთოდით უნდა იქნას დადასტურებული ორსულობა საშვილოსნოს ღრუში.
ასევე, ორსულობის დიაგნოსტიკა შესაძლებელია ვენურ სისხლში, ორსულობის ჰორმონის, ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციურ გინეკოლოგთა გუნდი, გაგიწევთ მომსახურებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა