მოგესალმებით,
დისტანციურად რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს სტენტირებული სისხლძარღვის სანათურის განმეორებით შევიწროვებასთან, ან სხვა კორონარული არტერიის სტენოზთან .სამწუხაროდ ,როგორც წესი , ათეროსკლეროზული ცვლილებები შესაძლოა პროგრესირებდეს და დამატებითი სისხლძარღვებიც ერთვებოდნენ პათოლოგიურ პროცესში .
რაც შეეხება სტენტირების შემდგომ პერიოდს ,სამწუხაროდ ის უვადო არ არის .
ცხადია არსებობს სხვადასხვა ვადის სტენტი , მათ შორის ე.წ. წამლით დაფარული ,რომელიც უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს სრულფასოვან გამავლობას ,მაგრამ მასაც ,გარკვეული დროის შემდეგ ემუქრება მთავარი პრობლემა – ათერომული პროცესის პროგრესირების კვალდაკვალ სტენტის, როგორც უცხო სხეულის, დათრომბვა. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში (ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების კვალობაზე, სხვადასხვა პაციენტისთვის - სხვადასხვა ხნის შემდეგ) სტენტში კვლავ ხდება ათერომატული წარმონაქმნების ჩაზრდა და არტერიის სანათური ისევ ვიწროვდება.
აუცილებელია მიმართოთ მკურნალ ექიმს, ჩაიტაროთ სისხლის შედედების სისტემის კვლევა , შეფასდეს დანიშნული მკურნალობის ( ანტიკოაგულანტური,ანტიაგრეგანტული ) ეფექტურობის ხარისხი , ასევე მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების შემთხვევაში ჩაიტაროთ კორონაროგრაფია .
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, კარდიოლოგთან კონსულტაციაზე.
გვაქვს ასევე აქცია, სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !