სახსრების ტკაცუნი

კითხვა: მყავს 12 წლის ბიჭი. მუხლში გაუდის ტკაცატკუცი ყველა მოხრაზე. მყავდა ექიმთან მაგრამ არაფერი არ ჭირსო ხომ ვერ ამიხსნით რატომ?
პასუხი:

მოგესალმებით,
სახსარში არის სინოვიური სითხე, რომელიც ამცირებს სახსარში ხახუნს და ამით ხრტილს გაცვეთისა და გახეხვისაგან იცავს. ამ სითხეში გახსნილია აზოტი, ჟანგბადი და ნახშირორჟანგის გაზი. სახსრის ჩანთის ზედმეტად გაჭიმვის ან არაბუნებრივი მოძრაობისას გროვდება გაზები ბუშტუკების სახით, რომლებიც სკდება და გამოსცემს ტკაცუნს.
ზოგჯერ მსგავსი სიმპტომი არანაირ დაავადებას არ უკავშირდება, მითუმეტეს თუ ექიმმა– ორთოპედმა შეაფასა ბავშვის ძვალ-სახსართა სისტემა და პათოლოგია გამორიცხა, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ, ე.წ. ტკაცუნის გარდა, ბავშვი ხომ არ უჩივის სხვა სიმპტომებსაც, ხომ არ აქვს მოძრაობის–გადაადგილების პრობლემები?
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, უმჯობესია მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა