კითხვა: გამარჯობა რა განსხვავებაა ექოკარდიოსკოპიასა და ექოკარდიოგრაფიას შორის ? თუ ერთი და იგივეა?
პასუხი:
მოგესალმებით,
ექოკარდიოგრაფია – ულტრაბგერითი გამოკვლევის ერთ-ერთი სახეობაა. ეს არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არაინვაზიური გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია:
- გულის, მისი კამერების (ღრუების, ნაწილების) სტრუქტურულ თავისებურებათა, ზომების, ფორმების გამოვლენა; გულის კედლების, სარქვლოვანი აპარატის აგებულების, გულის კუმშვისა და ავსების ფუნქციის კვლევა;
- გულშიგა სისხლის მიმოქცევის შეფასება.
ექოსკოპია კი, ორგანზომილებიან სივრცეში იძლევა გულის ვიზუალიზაციის საშუალებას. ასევე. შეუძლია სამგანზომილებიან ჭრილში დროში რეალური გამოსახულების მიღება, რაც აადვილებს შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტირებას:
- თანდაყოლილი პათოლოგიები;
- კარდიომიოპათიები;
- სარქვლოვანი პათოლოგიები (მანკები);
- გულის მოცულობითი დაავადებები;
- სისტემური ემბოლიის მიზეზები (სიმსივნე, თრომბი, ვეგეტაცია).
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/22
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!