არტერიული ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: ვარ 64 წლის, მაქვს მაღალი წნევები( ზოგჯერ 200-110-ზე),რომელ გამოკვლევას მირჩევთ რომ ჩავიტარო.
პასუხი:

მოგესალმებით,
წნევის მაჩვენებელი 200/110 ნიშნავს რომ თქვენ  არტერიული ჰიპერტენზია გაქვთ. არსებობს ორი ტიპის ჰიპერტენზია :

  • პირველადი ჰიპერტენზია;
  • მეორეული ჰიპერტენზია.

პირველ შემთხვევაში დაავადების მიზეზი დაუდგენელია, მეორეული ჰიპერტენზია კი ეწოდება არტერიული წნევის ისეთ მატებას, რომელიც სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების შედეგია. იგი წარმოადგენს:

  • გულის;
  • თავის ტვინის; 
  • თირკმლების;
  • სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკ–ფაქტორს.

არტერიული ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელია:

  • წნევის უეცარი, მკვეთრი მომატება ხანმოკლე ვადით; 
  • ჰიპერტონული კრიზი, რომლის დროსაც საჭირო ხდება სასწრაფო ჩარევა.

არტერიული წნევა უნდა დაქვეითდეს თანდათანობით, ვინაიდან წნევის სწრაფმა დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის, გულისა და თირკმლების სისხლმომარაგების დარღვევა.
ჰიპერტენზიის ფონზე შესაძლოა განვითარდეს გულის უკმარისობა, თუმცა დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ.
პირველ რიგში სასურველია, გამოირიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა