ჰაერის უკმარისობა - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა სამსახური მაქ ფიზიკურად დატვირთული დამეწყო მარცხენა მხარეს პერიოდული ყრუ ტკივილი და ხან წვა პერიოდულად სუნთქვის დროს არ მიშლის არაფერი არ მტკივა მოძრაობის დროს მტკივა საღამოს ვწვები მიბჟუის მარცხენა ნეკნის არეში უმნიშვნელოდ ტკივილით .სიცხე არ მაქვს ხანდახან ცოტა უკმარისობა ყელში ჰაერის.იქნებ მირჩიოთ რამე რისგან არი გამოწვეული და ვის მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,

მიმოწერის რეჟიმში, რა თქმა უნდა შეუძლებელია ზუსტი დიაგნოსტირება.

მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვის უკმარისობას დიდი ალბათობით ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად განიცდის, უმეტესობა აღწერს, რომ იგრძნეს მწვავე დაჭიმვის გრძნობა გულმკერდის არეში და სულის ხუთვის შეგრძნება. გამომწვევი მიზეზის მიხედვით ადამიანს სუნთქვის უკმარისობა შეიძლება განუვითარდეს ან ერთხელ, ან პერიოდულად, მომავალში მუდმივად განვითარების რისკით.

ძალიან ძლიერ ვარჯიშს, უკიდურესად მაღალ ტემპერატურას, ძლიერ სიმსუქნეს და მაღალ სიმაღლეებზე ყოფნას შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა ჯანმრთელ პირებში. ნებისმიერი სხვა მიზეზის დროს სუნთქვის უკმარისობა დიდი ალბათობით რაიმე სამედიცინო პრობლემაზე მიანიშნებს.

იქიდან გამომდინარე, რომ უჩივთ მარცხენა მხარეს გულ–მკერდის არეში ტკივილსაც, უმჯობესია, პირველ რიგში გამორიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები.

ამიტომ , ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში შემოგთავაზებთ კარდიოლოგის კონსულტაციასა და ელექტროკარდიოგრამას სრულიად უფასოდ !

აქციის შესახებ დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ვრცლად ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31466/mkholod-erti-tvit-ufasod-gtavazobt-kardiologis-konsultaciasa-da-eleqtrokardiogramas-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა