ალერგია

კითხვა: გამარჯობა. 6თვეა მაქვს ცხვირიდან გამონადენი ცრემლდენა, ცემინება,ცხვირის გაჭედვა.განსაკუთრებით დილით და საღამოს.ვსვავდი ალერგიის წამალს მაგრამ შედეგი ცოტახნით კვლავ ანალოგიურად მეწყება. ახლა ლორანეკს ვსვამ მაგრამ საშველი ცოტახნით.მირჩიეთ რამე რა გავაკეთო
პასუხი:

მოგესალმებით,
ცხვირიდან გამონადენის არსებობა ცხვირის დანამატი ღრუების ანთების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ცხვირიდან გამონადენს იწვევს ჰაიმორიტი, წინა ეთმოიდური უჯრედების ანთება. უკანა და შუა ეთმოიდური უჯრედების ანთების და შუბლის წიაღის ანთების ანუ ფრონტიტის დროს კი გამონადენი ცხვირხახაში აღინიშნება.
ხოლო, ალერგიული რინიტის დროს გამონადენი წყლისებრია, მიკროსკოპიული გამოკვლევა ავლენს მასში ალერგიისთვის დამახასიათებელი უჯრედების - ეოზინოფილების არსებობას. გარდა გამონადენის თავისებურებისა, ყურადღებას იპყრობს დაავადების კლინიკაც, რომელიც ალერგიულ რინიტს ცხვირიდან გამონადენის გამომწვევ სხვა პათოლოგიებისგან განასხვავებს. ეს გახლავთ ხშირი ცემინება, ცხვირის ქავილი, ყნოსვის დაქვეითება, ცრემლდენა, ეს სიმპტომები შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში აღინიშნებოდეს ან სეზონური იყოს. აღწერილი მოვლენები ხშირია სხვადასხვა ალერგენის ზემოქმედების შემდეგ.
ალერგიის გამომწვევ მიზეზთა შორის გასათვალისწინებელია საკვებ პროდუქტებზე ალერგია, ასევე რესპირატორული ალერგია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰაერში არსებული ძალზედ მცირე ზომის ალერგენებით – აეროალერგენებით (მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები, ობის სოკოს სპორები.
გარდა ამისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს პოლინოზზე (ალერგია ყვავილებზე), იმ შემთხვევაში თუ სახლის პირობებში ახარებთ და უვლით მცენარეებს.
გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში ალერგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.
სასურველია ვიზიტის დაგეგმვა წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა