კითხვა: მაწუხებს წელის ტკივილი,გადმოცემს მარჯვენა თირკმელს და ვხმარობ გამაყუჩებელს დიკლოფენატს მსურს თქვენთან გამოკვლევა
პასუხი:
მოგესალმებით,
თქვენს შემთხვევაში, სწორი გადაწყვეტილებაა ამ გამოკვლევის ჩატარება.
მოგახსენებთ, რომ საჭიროა წინასწარ ჩაეწეროთ მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის გამოკვლევაზე .
შემდგომ კი, კვლევის შედეგების მიხედვით , შესაძლოა ჩაიტაროთ ნევროლოგის, ნეიროქირურგის ან სხვა საჭირო სპეციალისტის კონსულტაცია ჩვენს კლინიკაში.
ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან კონსულტაცია უფასოა ყოველ პარასკევს.
ხოლო, კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ მიჰყვეთ ბმულს: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !