კარდიოფობია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 27 წლის. მაქვს გულის აჩქარებები 4 წლის წინ დამემართა პირველად მერე გადამიარა, ეხლა ისევ დამეწყო უკვე 6 თვეა თითქმის თვეში 1 ხელ მაინც მიჩქარდება ჩავიტარე ყველა გამოკვლევა ანალიზები კარგი მაქვს ექიმმა მითხრა ნევროზულია ეს აჩქარება იქნებ მირჩიოთ ვისთან მივიდე ვინ დამეხმარება პრობლემის მოგვარებაში. მადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

გულის ნევროზის განვითარება ხშირად დაკავშირებულია ნერვულ-ემოციურ სტრესთან, გადაღლასთან, აღელვებასთან, ქრონიკულ ინფექციასთან, ჰორმონულ დარღვევებთან, ასევე გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორიც.

პაციენტს ამ დროს გამოხატული აქვს ზოგადი ხასიათის ჩივილები. ამასთანავე, დაავადებისთვის დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც უპირატესად აღინიშნება გულის არეში.

ხშირად აღენიშნება გულის ფრიალი, ოფლიანობა, ასევე ფიზიკური სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება. შესაძლოა განვითარდეს ჩივილები სხვა ორგანოების დისფუნქციასთან დაკავშირებით: ყლაპვის გაძნელება, ბოყინი, ტკივილი მუცელში, შებერილობა, ფაღარათი, ხველა, ტკივილი კიდურებში, მოუსვენრობა, შფოთვა, შიში.

იმისთვის,  რომ ზუსტად დავადგინოთ თქვენი სიმპტომების მიზეზი, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები.

შემოგთავაზებთ,  აქციას  გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევაზე, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა