მოგესალმებით!
მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს არა მხოლოდ სასქესო ორგანოებში (საკვერცხეებში, საშვილოსნოში) მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით, არამედ სრულიად სხვა, არასასქესო ორგანოთა სისტემაში არსებული ამა თუ იმ დაავადებითაც.
მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა მოსალოდნელია როგორც მწვავე თუ ქრონიკული ინფექციის, ასევე ენდოკრინული და ნერვული სისტემის, სისხლისა და სისხლძარღვთა ამა თუ იმ დაავადების ფონზე.
საკვერცხის კისტა საკვერცხეში სითხის დაგროვებით ყალიბდება, რომელიც თხელი გარსითაა შემოსაზღვრული და გადიდებისკენაა მიდრეკილი. საკვერცხეების კისტა ძირითადად, მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს სიმპტომებს, როცა ის სკდება, დიდი ზომისაა, ან საკვერცხეების სისხლმომარაგებას აფერხებს.
ჩვენს კლინიკაში საკვერცხის კისტაზე რასაკვირველია კეთდება ოპერაციული მკურნალობა ლაპარასკოპიული მეთოდით და ასევე ღია წესითაც, თუმცა დისტანციურად რეკომენდაცია ოპერაციის საჭიროებასთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან არაკორექტულია.
გირჩევთ მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია აქციის ფარგლებში ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, სადაც შეფასდება ზოგადი მდგომარეობა და ექიმი–გინეკოლოგი მოგახსენებთ თქვენს შემთხვევაში რამდენად საჭიროებთ ოპერაციულ მკურნალობას. გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციაზე აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა მე მაქვს მენსტრუალური ციკლი დარღვეული ორი შვილი მყავს ორივე საკეისროთი მეუბნებიან რომ მაქვს კისტა მაქვს ძალიან გადაცილებები ერთი ორი თვე ...თქვენის აზრით აჯობებს რო გავიკეთო ოპერაცია თუ რა ვქნა ამდენმა მკურნალობამ უაზროთ ჩაიარა...რას მირჩევთ
პასუხი: