“დიათეზი” ბერძნული სიტყვაა და მიდრეკილებას, განწყობას ნიშნავს. ეს სახელწოდება იმაზე მიგვითითებს, რომ ბავშვი ამა თუ იმ დაავადებისადმი მზაობას ავლენს.
დიათეზის მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა ამ ტერმინით უმეტესად კანის ალერგიულ დაზიანებას აღნიშნავენ. ატოპიური დერმატიტის დროს წამყვანი სიმპტომი მაინც კანის ძლიერი ქავილია, თუმცა, როგორც ცნობილია ატოპიური დერმატიტის დროს გამონაყარი კი არ იწვევს ქავილს, არამედ ქავილს მოსდევს გამონაყარი. სწორედ ქავილის გამოა, რომ კანის საფარველი ზიანდება და ბაქტერიული ინფექციის განვითარების ალბათობა იზრდება.
ატოპიური დერმატიტის დროს ბავშვები ჭირვეულობენ, იოლად ღიზიანდებიან, ერღვევათ ძილი, აწუხებთ მუცლის შებერვა, კოლიკა (ჭვალი), აქვთ მოუნელებელი, ქაფიანი და სითხის შემცველი განავალი.
მკურნალობის სწორი ტაქტიკა მდგომარეობს იმაში ,რომ უწინარეს ყოვლისა, უნდა შევამციროთ ქავილი. ამისთვის ბავშვი მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ გარეგან და შინაგან გამღიზიანებელ ფაქტორებს. პირველ რიგში, საწოლი უნდა მოვუწესრიგოთ. იგი ბამბისა უნდა იყოს და არა მატყლისა ან ბუმბულისა. უკვე არსებობს სპეციალური ჰიპოალერგიული მასალის ქვეშაგებიც. გარდა ამისა, პატარა უნდა მოვარიდოთ ხალიჩებს – მათში იბუდებს მტვერი და მრავლდება ოთახის ტკიპა.
ალერგიასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ელიმინაციური დიეტა – ბავშვს გამორიცხვის მეთოდით ეკრძალება ზოგიერთი პროდუქტის მიღება.
მკურნალობის ეფექტისთვის მნიშვნელოვანია კანის დატენიანება. ამჟამად არსებობს მრავალი საბავშვო კოსმეტიკური საშუალება (დამატენიანებელი ლოსიონები, კრემები), რომლებიც გამომშრალი კანის მკურნალობისას შესანიშნავ შედეგს იძლევა.
მნიშვნელობა აქვს საპნის შემადგენლობასაც. მას, გარდა დამატენიანებლისა, ანტიბაქტერიული ეფექტიც უნდა ჰქონდეს, რათა კანზე ბაქტერიები არ გამრავლდეს და ინფექცია არ შეიჭრას.
შესაბამისად , უნდა მიმართოთ პედიატრს .ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 და მეტი ასაკის მქონე პირებს . გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. მყავს წლის და ხუთი თვის პატარა. დიათეზიანი. უწითლდება ლოყები და ყურყურებს კუჭნაწლავი. რა სახის მკურნალობა გვჭირდება
პასუხი: