მოგესალმებით!
ზოგადად, რენტგენზე ე.წ სიშავე ანთებით პროცესს ნიშნავს, დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელი და არაპროფესიულია, თუმცა სავარაუდოდ, საუბარია ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებაზე (ფქოდ), იგი ხასიათდება სასუნთქი ნაკადის ქრონიკული შეზღუდვით, ფილტვის პათოლოგიური ცვლილებების სპექტრით, ზოგიერთი ყურადსაღები ეფექტითა და მნიშვნელოვანი კომორბიდული მდგომარეობებით, რომელთაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინონ პაციენტის სიმპტომების ცალკეული გამოვლინების სიმძიმეზე:
● სუნთქვის სიხშირე (ტაქიპნოე)
● სუნთქვის დაქვეითება (ბრადიპნოე)
( სუნთქვა ნორმაში 16-20 –ია ).
ჩვეულებრივ, ფქოდ-ის მიზეზია სასუნთქ გზებზე გამღიზიანებლის ხანგრძლივი ზემოქმედება, რასაც საბოლოოდ სასუნთქი გზებისა და ფილტვის ქსოვილის დაზიანებამდე მივყავართ.
ფქოდ-ის შემთხვევაში სრული განკურნება სამწუხაროდ შეუძლებელია, თუმცა ცხოვრების წესის შეცვლითა და სათანადო მკურნალობით შესაძლებელია პაციენტმა თავი უკეთ იგრძნოს, გააქტიურდეს და დაავადების პროგრესირებაც შენელდეს.
ფქოდ-ის სამკურნალოდ იყენებენ ბრონქოდილატატორებს, სტეროიდულ ჰორმონებს, უმეტესად საინჰალაციო ( თქვენს მიერ აღნიშნული "ფორალესი" ) , გამწვავებისას კი საინექციო ფორმით, რომლის შერჩევაც ექიმის პრეროგატივაა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში პულმონოლოგთან კონსულტაციაზე, ოთხშაბათს.
კონსულტაცია არ საჭიროებს წინასწარ ჩაწერას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა...გთხოვთ მიპასუხოთ.მყავს მამა,რომელიც სუსტად გრძნობს თავს.აწუხებს ჰაერის უკმარისობა,ხველა და ხანდახან სიცხე 37,2.გაუკეთეთ გულის კარდიოგრამა და ექოსკოპიაც...გულზე პრობლემა არ აღმოაჩნდა.გადავიღეთ გულმკერდის რედგენოგრაფია.აღმოჩნდა,რომ ფილტვები აქვს ჩასშავებული.დიაგნოზი ვერ დასვეს.როგორ მოვიქცეთ, თქვენ რას გვირჩევდით.დანიშსნული აქვს მხოლოდ ერთი წამალი** ფორალესი**.....წინასწარ გიხდით მადლობას........
პასუხი: