იმპლანტანტი

კითხვა: გამარჯობა. ვარ 28 წლის.მარცხენა მკლავის მიდამოში ჩასმული მაქვს კანქვეშა ინპლანტი უკვე 9 თვეა. ძილის დროს მარცხენა მხარეს როცა ვწვები და ვიღვიძებ ვგრძნობ დაბუჟებას. შეიძლება თუ არა ეს იყოს ინპლანტის ბრალი?? იღლიასთან არცთუ ისე შორს არის ჩადგმული და ხანდახან იღლიის ტკივილსაც ვგრძნობ. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
იმპლანტატის წყალობით, რომელიც მხრის კანქვეშ თავსდება ქალი სამი წლის მანძილზეა დაზღვეულია არასასურველი ორსულობისგან. რეპროდუქციის უნარი იმპლანტატის ამოღებისთანავე აღდგება.
ყველაზე ხშირი გართულება, რომელსაც იმპლანტატის ტარება იწვევს, არარეგულარული მენსტრუაციაა, რაც იმპლანტის ამოღებისთანავე ან მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში წესრიგდება.
რაც შეეხება მარცხენა ხელის დაბუჟებას, შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც იმპლანტატის, ისე ხერხემლის პათოლოგიებიდან (სკოლიოზი).
ასევე, შესაძლოა, მიზეზი იყოს ცუდი, მოუხერხებელი პოზა, რომლის დროსაც დატვირთვა მარცხენა ხელზე გადადის.
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება. ამიტომ, პირველ რიგში სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან, პათოლოგიების გამორიცხვის შემდეგ კი, პრევენციის მიზნით ვიზიტი განახორციელოთ გინეკოლოგთან, რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს იმპლანტანტით გამოწვეული გართულებები.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობაში ჩაერთვება გინეკოლოგი.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა