ტონზილიტი

კითხვა: მოგესალმებით, ყელი მიცივდება ადვილად, რამოდენიმე დღის წინ ვიყავი ექიმთან, მითხრა რომ ინსტრუმენტით შეხებისას გლანდებიდან მომდიოდა ჩირქი, ამის შემდეგ გავიკეთე ანალიზი რევმატიზმებზე და ყელის ნაცხის ანალიზი, რევმატიზმებში ყველაფერი წესრიგში მაქვს, ყელის ნაცხის ბაქტერიული ფლორისა და მგრძნობელობის ანალიზში მეფლოციდი მაქვს - 4; როდენინი-3,ბაქტამედი-3ოფლოტასი-3,ფლოქსანი3 სხვა დანარჩენ 29 დასახელების ანალიზზე ყველგან 0. აუცილებელია თუ არა ამ შემთხვევაში გლანდების ამოჭრა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ტონზილიტი - ეს არის ნუშურა ჯირკვლებზე პათოგენური მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, ვირუსები, სოკო) მოხვედრის გამო განვითარებული ანთებითი რეაქცია. შესაბამისად, შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული, ყველაზე ხშირი გამომწვევი სტრეპტოკოკია (80-90%), უფრო იშვიათად სტაფილოკოკი ან პნევმოკოკი. კიდევ უფრო იშვიათია სპიროქეტები (ამ დროს ვითარდება საკმაოდ მძიმედ მიმდინარე ანგინა).
სტაფილოკოკის ამოცანაა ადამიანის ორგანიზმში შეღწევა და გამრავლება, ხოლო იმუნური სისტემის ამოცანაა - გამოაძევოს ის. ამიტომაც ვითარდება ადგილობრივი რეაქცია გამომწვევზე - ანთება.
ჩივილების და ობიექტური მონაცემების გათვალისწინებით, მწვავე ტონზილიტის დიაგნოზის დასასმელად, პირველ რიგში, ექიმი ადგენს, რამ გამოიწვია ყელის ტკივილი და თანდართული ჩივილი, ბაქტერიული ფონია ეს თუ ვირუსული, ყოველივე ამის გათვალისწინებით, მკურნალობა ოპერაციული იქნება თუ კონსერვატიული, მხოლოდ მკურნალი ექიმის პრეროგატივაა.
თქვენს მიერ ჩამოთვლილი "ანალიზში მეფლოციდი მაქვს - 4; როდენინი-3,ბაქტამედი-3ოფლოტასი-3,ფლოქსანი3 " ყველა წარმოადგენს ანტიბიოტიკთა ჯგუფს.
გირჩევთ, მიჰყვეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც გაგსინჯავთ ინსტრუმენტულად, შეაფასებს მდგომარეობას და თავად გაგცემთ ამომწურავ პასუხს, მკურნალობის მეთოდის შესახებ.
თქვენ ჩვენი ხშირი „პაციენტი“ ბრძანდებით, სასიამოვნო იქნება , თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა