ჰისტერექტომიის შემდგომი პერიოდი

კითხვა: ვარ 54 წლის, 3 წლის წინ გავიკეთე ოპერაცია, საკვერცხეები, საშვილოსნო და ყელიც ამოკვეთილი მაქვს, მაწუხებს ჭარბი ოფლიანობა და შეხურებები, გთხოვთ მირჩიოთ როგორ შევიმსუბუქო მდგომარეობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
წინა შეტყობინებაში ვივარაუდეთ, რომ საქმე ეხებოდა მენოპაუზას.
თუმცა, როგორც ახლა მოგვითხრობთ ჩატარებული გაქვთ ჰისტერექტომია, რის შემდეგაც ინიშნება ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია, რასაც სჭირდება დინამიკაში დაკვირვება.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია საქმის კურსში ჩააყენოთ მკურნალი ექიმი, ვინაიდან აღნიშნულ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა მისი პრეროგატივაა.
დაუკავშირდით, ან მიბრძანდით მასთან კონსულტაციაზე, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა