მოგესალმებით!
ხელის ტკივილი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითა: სახსრის დაზიანებები, ნერვების კომპრესია, ა.შ.
მიზეზის შესაბამისად, ტკივილი შესაძლოა უცაბედად დაიწყოს, ან დროდადრო განვითარდეს. ხშირ შემთხვევაში, ხელის ტკივილი კისრის ან ხერხემლის ზედა ნაწილის პრობლემებიდან მოდის. ტკივილის შესაძლო გამომწვევი შესაძლოა ბევრი იყოს ,მაგრამ თქვენ შემთხვევაში ,ვფიქრობთ რამდენადმე უნდა შევიწროვდეს საძიებო არეალი და ამის გამო განვიხილოთ შემდეგი მიზეზები:
● მხრის ნერვთა წნულის დაზიანება;
● ბურსიტი;
● ყელის სპონდილოზი;
● იდაყვის დისლოკაცია;
● ფიბრომიალგია;
● დისკის თიაქარი;
● რევმატოიდული ართრიტი;
● მაბრუნებელი კუნთების დაზიანება;
● დაჭიმვა ან დაძაბვა;
● ტენდინიტი;
● იდაყვის დაზიანებები;
● გულმკერდის გამოსვლის სინდრომი;
● იდაყვის ნერვის მოყოლა.
მგრძნობელობის დაკარგვას ხელში ან თითებში, ხშირად თან ერთვის სხვა მგრძნობელობითი ცვლილებები, როგორებიცაა ჩხვლეტის და წვის შეგრძნებები, ამ დროს მკლავებში, ხელებში ან თითებში შეიძლება განვითარდეს მოუქნელობა და სისუსტე.
ტკივილი შეიძლება განვითარდეს ერთი ნერვის გაყოლებაზე ან სხეულის ორივე მხარეს სიმეტრიულად.
თუ რა იწვევს თქვენს მიერ აღნიშნულ სიმპტომებს ზუსტად, დისტანციურად რთული სათქმელია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ექიმი-სპეციალისტი გასინჯვისა და დიაგნოზის დასმის შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ საჭირო მკურნალობას.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინაწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან.დედაჩემს ტკივა ხელები მთლიანი ხელი მარჯვენა ისე რომ ხელში ვერაფერს იჭერს ჭიქა გინდ ჩაიდანი ვერ ახერხებს ამ ტკივილის გამო,მეორე დღეს მარცხენა ხელიც ასტკივდა და გამაყუჩებელიც მეტნაკლებად უყუჩებს.რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ტკივილი.ზოგადად აქამდე მაჯაში აწუხებდა ხოლმე ხან ცერა თითის გასწვრივ ცოტა უსივდებოდა მერე გაუვლიდა და ახლა ასე დაემართა.რის ექიმს უნდა მივმართოთ ამ დროს და რისი მრალი შეიძლება იყოს ეს?მადლობა წინასწარ.
პასუხი: